თარიღი სახის ველების, მნიშვნელობის შეყვანა შეიძლება კლავიატურიდან, შეიძლება ამორჩევა მიბმული კალენდარიდან ან კოპირება საოპერაციო სისტემის ბუფერიდან (windows clipboard - მეხსიერების გარემოა, რომელიც გამოიყენება მონაცემების დროებითი შენახვისთვის.). ამ ველების საწყისი მნიშვნელობა ძირითადად არის მიმდინარე თარიღი.
რედაქტირებისას გამყოფი ნიშნების შეყვანის აუცილებლობა არ არის, ველში გამყოფი ნიშნები ყოველთვის არსებობს.
თარიღის შეყვანა ხდება შემდეგი ორი ფორმატიდან ერთ-ერთით დდ/თთ/წწ (ორნიშნა დღე, თვე და წლის ბოლო ორი სიმბოლო) ან დდ/თთ/წწწწ (ორნიშნა დღე, თვე და წლის ოთხი სიმბოლო). წლის ორი სიმბოლოთი ასახვისას 00-დან 49-მდე რიცხვები განიმარტება როგორც 2000-დან 2049-მდე წწ., 50-დან 99-მდე 1950წ-დან 1999წ.
პროგრამა არ გაძლევთ არარსებული ან არასრული თარიღის ჩაწერის საშუალებას. (მაგალითად 32/03/2013 ან 31/ /13). ამ შემთხვევაში გამოდის ნიშანი, რომელიც გაფრთხილებთ მცდარი თარიღის თაობაზე.
მნიშვნელობის რედაქტირებისას შეიძლება ისარი ზევით ან ისარი ქვევით ღილაკების გამოყენება. ისარი ზევით ზრდის, ხოლო ისარი ქვევით ამცირებს მნიშვნელობას. ცვლილება ხდება თარიღის ამორჩეულ ნაწილში (დღე, თვე ან წელი). დღე იცვლება 1-დან 28/29/30/31 საზღვრებში (თვის და წლის მნიშვნელობებზეა დამოკიდებული), თვე იცვლება 1-დან 12-მდე ხოლო წელი 1950-დან 2049-მდე. ზღვრული მნიშვნელობის შემდეგ იცვლება თარიღის სხვა ნაწილი. მაგალითად 31/12/12 მნიშვნელობისთვის არჩეულია ნაწილი დღე. თუ დავაჭერთ ისარი ზევით ღილაკს მნიშვნელობა გახდება 01/01/13.
CTRL+ისარი მარჯვნივ ან ისარი მარცხნივ ღილაკების კომბინაციით შეიძლება გვერდითა ნაწილის არჩევა.
კალენდარი
კალენდარის ასახვისთვის საჭიროა შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთის შესრულება.
•მარჯვენა მხარეს მდებარე ისარი ქვევით () ღილაკზე დაჭერა
•F4 ან PAGEDOWN ღილაკებზე დაჭერა
•CTRL+ ისარი ქვევით ღილაკების კომბინაციაზე დაჭერა
კალენდრის ნებისმიერ თარიღზე მაუსის დაწკაპუნებით ან ENTER ღილაკზე დაჭერით ხდება მნიშვნელობის შეყვანა თარიღი ველში. ESC ღილაკი ტოვებს თარიღის ველს უცვლელს.
კალენდრის დასახურად საჭიროა შემდგომი პუნქტებიდან ერთ-ერთის შესრულება,
•მარჯვენა მხარეს მდებარე ისარი ქვევით () ღილაკზე დაჭერა
•კალენდრის გარეთ მიდამოზე დაწკაპუნებით
•F4, ESC ან ENTER (თარიღი ველში კალენდარში მონიშნული თარიღის შეყვანა) ღილაკებზე დაჭერით.
კალენდარში საჭირო თარიღი შეგიძლიათ აირჩიოთ ისრების საშუალებით. ისრებით მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით ან ქვევით მოძრაობით, ეტაპობრივად იცვლება თარიღი, მას შემდეგ თვე, შემდეგ წელი და ასე შემდეგ.
თვეების წლის შეცვლა სწრაფად შეიძლება კალენდრის ზედა ნაწილში მდებარე ისრებზე მაუსის დაწკაპუნებით. ამ ისრებს შორის არსებულ თარიღზე მაუსის დაწკაპუნება გამოიტანს მოცემული წლის თვეების ჩამონათვალს.
ღილაკი დღეს გვაძლევს საშუალებას სწრაფად დავუბრუნდეთ დღევანდელ თარიღს.
ფანჯრის ზომების შეცვლით თვეების რაოდენობა მატულობს ან კლებულობს.
პერიოდების სია
ჟურნალის ან უწყისის აგებისას დიალოგურ ფანჯარაში პერიოდის შეყვანა შეიძლება აგრეთვე პერიოდების სტანდარტული სარჩევიდან. იგი პერიოდების ჩამონათვალია, რომლიდანაც შეიძლება ფიქსირებული პერიოდის ან დღის არჩევა.
პერიოდების სიის გახსნისთვის საჭიროა დააჭიროთ ღილაკს ან ALT+D ღილაკების კომბინაციას და აირჩიოთ შესაბამისი თარიღი ან პერიოდი.